ანა დოლიძე - ჩინჩალაძესა და მურუსიძეს უნდათ მოსამართლეების შერჩევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების დახურვა, რომ ჩუმად გარიგდნენ ზარდიაშვილთან და კობახიძესთან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოითხოვს, რომ ღია ფორმატში ჩატარდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევასთან დაკავშირებული იმ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გაიმართება. როგორც დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ შეხვედრების დახურვის მიზანი მხოლოდ ჩინჩალაძეს და მურუსიძეს გააჩნიათ, რათა „ჩუმ-ჩუმად გაურიგდნენ ზარდიაშვილს და კობახიძეს“.

„მთავარი პირობა არის, რომ ამ ჯგუფის მუშაობა იყოს ღია. ნანახი გვაქვს სხვა ჯგუფების მუშაობა, რომელსაც წარმართავდა კობახიძე და არ იყო წარმატებული. ამ პროცესებზე საერთოდ აზრი არ აქვს ხოლმე კობახიძესთან ლაპარაკს - თავს გიქნევს და შემდეგ მიდის და წერს რაც უნდა. ასე გააკეთა კონსტიტუციასთან მიმართებაშიც. თუ ხელისუფლებას და კობახიძეს დასამალი არაფერი აქვს, რატომ არ უნდა იყოს ეს სხდომები ღია? ღია შეხვედრებზე მშვიდად და წყნარად, მუხლობრივად უნდა გავიაროთ შემოთავაზებები. მარტო ჩინჩალაძესა და მურუსიძეს უნდათ ამ შეხვედრების დახურვა, რომ ჩუმ-ჩუმად გარიგდნენ ზარდიაშვილთან და კობახიძესთან“, - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება შემადგენლობას, მისი თქმით, მასში მონაწილეობა სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს უნდა მიეცეთ, რადგან „კოსტუმებიანი“ ხალხის შეკრებებმა განაპირობა ეს შედეგი“.

„ორი წელია მე და ნაზი ჯანეზაშვილი გავიძახით, რომ ამ შედეგამდე მივალთ და მოვედით. აუცილებლად, უნდა დაესწროს ამ შეხვედრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის დიდი შემადგენლობის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენელი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი და იურიდიული კომიტეტიდან სხვადასხვა მოსაზრების მქონე დეპუტატები. თუ სხვა ვინმე მოითხოვს ამ შეხვედრებში ჩართვას, უნდა ჩაერთოს, რადგან როდესაც გულწრფელი მიზნები გაქვს, არაფერი დასამალი კარს უკან არ არის“, - აღნიშნა დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს