5 წლამდე ჩასატარებელი გეგმური ვაქცინების სავალდებულობის საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

5 წლამდე ჩასატარებელი გეგმური ვაქცინების სავალდებულობის საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აცრის არგაკეთების შემთხვევაში, ჯერჯერობით სანქციებზე საუბარი არ არის.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მთავრობის სხდომაზე იქნება არის, თუ როგორ მივაღწიოთ იმას, რომ თუკი სკოლაში ვაქცინირებული ბავშვები არ არიან, რა ფორმით მოხდეს აცრის გაკეთების მოტივირება. აქ არის საუბარი იგივე მშობლების, ექიმების ჩართულობაზეა. რა თქმა უნდა, რამე ფინანსურ სანქციებზე საუბარი არ არის, მაგრამ ეს მექანიზმი გვაქვს, რომელსაც მთავრობის სხდომაზე წარვადგენთ“, - აღნიშა მან.

5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო 2019 წლის 1-ელი ივნისიდან გახდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო