ექსპერტი - დადგა დრო, როდესაც ენერგოუსაფრხოებაზე ხმა უნდა ამოვიღოთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, ცვლილებებზე წავიდეს

დადგა დრო, როდესაც ენერგოუსაფრხოებაზე ხმა უნდა ამოვიღოთ და პრობლემა გადავჭრათ. ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ რაღაც ცვლილებებზე წავიდეს, - ამის შესახებ ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა, გიორგი ჭაღიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით ბოლო ფაქტები ცხადყოფს, რომ ქსელი არის სავალალო მდგომარეობაში.

გიორგი ჭაღიაშვილის განმარტებით, საქართველოში არ არსებობს სამსახური, რომელიც ენერგოკომპანიებს ზედამხედველობას გაუწევს, რაც მიუღებელი ფაქტია.

მისივე თქმით, კომპანიები კერძო საკუთრებაშია, მათ შორის „ყაზტრანსგაზიც", რის გამოც სახელმწიფოს უფლება არ აქვს ჩაერიოს მის საქმიანობაში, ამ მიზეზით კი „ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა ხდება". ამასთან, მისი თქმით, უნდა გამოიცვალოს ისეთი მილები, რომლითაც არ შეიძლება გაზის მიწოდება ხდებოდეს, რადგან ასეთი მილები არ უზრუნველყოფს უსაფრთხოდ გაზის მიწოდებას.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი" არის კერძო კომპანია, სახელმწიფომ მოახდინა მისი 100%-ით გასხვისება, აბსოლუტურად ჩამოიშორა პასუხისმგებლობა მასზე და ერთჯერადი გაყიდვით მიიღო ბიუჯეტში ერთჯერადი თანხა. შესაბამისად, კომპანია გადასცა სრული ოპერირებისთვის. ხოლო კომპანია, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, ის თავისთავში ეძებს საშუალებებს, მაქსიმალურად დაზოგოს ხარჯები და მიიღოს მოგება. შესაბამისად, როდესაც კონტროლი არ ხორციელდება, მივედით ამ მდგომარეობამდე, სრული უპასუხისმგებლობა და კანონის გვერდზე ავლაა, მათ შორის ხელისუფლებების მხრიდანაც. აბსოლუტურად ყველა ხელისუფლება ასეთი კომპანიების მიმართ იჩენს ლოიალობას, ამიტომ პრობლემა გვაქვს როგორც მონიტორინგთან, ისე აღსრულებასთანაც“, - განაცხადა ჭაღიაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა