პროკურორის ინფორმაციით, გიორგი ადუაშვილმა ზურაბ კუჭავას მისამართით 10-ზე მეტი სროლა განახორციელა

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული პირების გიორგი ადუაშვილისა და მისი მეგობრის, კონსტანტინე ჯორბენაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

სხდომას კონსტანტინე ჯორბენაძესთან ერთად ესწრება გიორგი ადუაშვილიც, რომელიც ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრიდან დღეს გაწერეს.

როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა თავის შუამდგომლობაში აღნიშნა, გიორგი ადუაშვილმა მოკვლის მიზნით ზურაბ კუჭავას მისამართით 10-ზე მეტი სროლა განახორციელა, რა დროსაც მას კისრის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა. ბრალდების მხარის განცხადებით, შემთხვევის დროს ადუაშვილთან ერთად იმყოფებოდა კონსტანტინე ჯორბენაძე და მისთვის აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო.პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რადგან არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა მოპოვების ხელისშეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

პროკურატურა გიორგი ადუაშვილის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარის განმარტებით, მის შემთხვევაშიც არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა მოპოვების ხელისშეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

გიორგი ადუაშვილსა და კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

გიორგი ადუაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. კონსტანტინე ჯორბენაძეს კი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას.

კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 7 წლამდე, გიორგი ადუაშვილს კი, 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა