ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს არჩეულ ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს არჩეულ ხელმძღვანელებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათივე თქმით, ირაკლი პეტრიაშვილი ყოველწლიურ შეხვედრას ბრიუსელში, (ბელგია) ევროპის პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში, ორგანიზაციის გენერალურ მდივან ლუკა ვინზენტინისთან და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივნის შარან ბაროუს მოადგილე ოუენ ტუდორთან ერთად გაუძღვა. შეხვედრაში მონაწილეობა პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს "PERC"-ის რვავე ვიცე პრეზიდენტმა მიიღო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპის კონტინენტზე დასაქმებულების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, შეაჯამეს გასული წლის მიღწევები და გამოწვევები. მიმოიხილეს პარიზის "ყვითელ ჟილეტიანების" გაფიცვა, პროფკავშირების აქციები გერმანიაში, შექმნილი მდგომარეობა ყაზახეთში და უკრაინაში. შეხვედრაზე განიხილეს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებებიც.

აღნიშნულ შეხვედრაზე განისაზღვრა 2019 წლის ევროპის პროფკავშირების სამოქმედო ნაბიჯებიც.

აღსანიშნავია, რომ ევროპის პროფკავშირები გეგმავენ კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ-სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესების, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) გათვალისწინებულ მოთხოვნათა და გასატარებელ რეფორმათა შესრულების ზედამხედველობის პროცესში. პეტრიაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვითაც მიმართა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო