ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან სასწავლო პროცესის განახლების საკითხზე შემაჯამებელ კონსულტაციებს გამართავს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის შემთხვევები მცირდება, წითელასი კი 2 კვირაში გაორმაგდა, დღის ბოლოსთვის უწყებას განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაციები ექნება, რომელზეც სასწავლო პროცესის განახლების საკითხზე იმსჯელებენ.

მინისტრის თქმით, როგორც წესი, წითელას დაავადების ასეთ რაოდენობაზე სასწავლო პროცესის შეჩერების რეკომენდაცია არ არის, რადგანაც გრიპისგან განსხვავებით, ის სხვა სპეციფიკით ხასიათდება.

„იზომება ხოლმე, რამდენ პროცენტშია გავრცელებული - კონკრეტულ სკოლაში ბავშვების მესამედი არ უნდა დადიოდეს იმისათვის, რომ ამ კონკრეტულ სკოლაში სასწავლო პროცესის 4-5 დღის გადადების გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის შემთხვევები მცირდება, წითელასი კი 2 კვირაში გაორმაგდა, დღის ბოლოსთვის განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაციები გვექნება, რომელსაც საზოგადოებას მოვახსენებთ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

1-ელი იანვრიდან დღემდე საქართველოში წითელას 335 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების გავრცელების არეალი იმერეთში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისშია. ამასთან, წითელას საწინააღმდეგო აცრა ყველასთვის უფასო გახდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა