ეკა ბესელია - სასამართლოს მიმართ სანდოობას ისე არაფერი ვნებს, როგორც მოსამართლე, რომელიც არაკონსტიტუციურ და არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს

სასამართლოს მიმართ სანდოობას არაფერი ისე არ ვნებს, როგორც მანტიაში მყოფი მოსამართლე, რომელიც არაეთიკურ, არაკონსტიტუციურ, არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის მორიგ “ფეისბუქ“-პოსტს.

დეპუტატის განცხადებით, მეთოფიშვილი კომიკურ, გაშარჟებულ ეპიზოდად იქცა, რომელიც სასამართლოს იმიჯს ყოველდღიურად ანგრევს.

“სერგო მეთოფიშვილი არ არის ჩემი საპასუხო. არ ვთვლი, რომ მას უნდა ველაპარაკო. ეს ადამიანი უკვე იმდენად არალეგიტიმურია თავის მანდატში, აბსოლუტურად დაკარგა რაიმე ტიპის სანდოობა. ის თავად პასუხობს საკუთარ თავს და პასუხობს იმასაც, ჩვენ რისი შეცვლაც გვინდა. მეთოფიშვილის მდარე ხარისხის გამონათქვამებს არ ვკითხულობ - არ ვარ ამით დაკავებული და უკვე არც მაინტერესებს. ამ ადამიანმა თავად დაასრულა მის მიმართ ნდობა, ლეგიტიმაცია და ძალიან დიდი ზიანი მიაყენა სასამართლოს ნდობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

„რასაც ეკა გიგაური, სულხან სალაძესთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობს, შეიძლება ეწოდოს - თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა