გიორგი დოხტურიშვილი - დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, გარკვეული პირები ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და ცდილობენ  სპეკულაციას

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის(მესამე მასივი) მაჟორიტარი გიორგი დოხტურიშვილი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპონენტები ტრაგედიით სპეკულაციას ცდილობენ.

„სამწუხაროდ, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, გამოჩნდნენ გარკვეული პირები და ჯგუფები, რომლებიც არაკვალიფიციურობის თუ პოლიტიკური მოტივაციის გამო, ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით სპეკულაციას. მათი ყოველდღიური დღის წესრიგი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა, რასაც ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, მაგრამ არის საკითხები, როდესაც ამის კეთება ყოველგვარ ზღვარს და ზნეობრივ ბარიერს აბიჯებს“, - აღნიშნა გიორგი დოხტურიშვილმა.

სამგორის მაჟორიტარი ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციის გუშინდელ განცხადებებზე, რომლითაც გარკვეული პირები ცდილობდნენ შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირონ მომხდარი ტრაგედია და ხელი თბილისის მერიისკენ გაიშვირონ.

„ეს სულ ცოტა არაკვალიფიციურობაა, უარეს შემთხვევაში კი უსინდისობა და ტრაგედიით პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაა. ასეთი მიდგომები ყოვლად მიუღებელია“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა