კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ლაბორატორიამ ვიზუალურად შეამოწმა შენობა, რომელშიც აფეთქება მოხდა, თუმცა სამხარაულის ბიუროს ელოდებიან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ლაბორატორიამ ვიზუალურად შეამოწმა შენობა, რომელშიც აფეთქება მოხდა, თუმცა მერია მაინც სამხარაულის ბიუროს ელოდება.

როგორც კალაძემ განაცხადა, როგორც კი მერიას საშუალება მიეცემა, შენობის აღდგენა დაიწყება.

„ლაბორატორიამ შეამოწმა, თუმცა ეს შემოწმება მოხდა ვიზუალურად და თქვეს, რომ იქ ცხოვრება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა იმისთვის, რომ ბოლომდე დაზღვეულები ვიყოთ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც გადაეგზავნება და ამის შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. როგორც კი საშუალება მოგვეცემა შენობაში შესვლის, მაშინვე დავიწყებთ მის აღდგენა-რეაბილიტაციას“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გაზის აფეთქების ფაქტზე თბილისის მერის კახა კალაძის დაკითხვას მოითხოვს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს