კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სასტუმრო არ აშენდეს ვაკის პარკში. ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის საზოგადოების მხარდაჭერით აპირებს, აღნიშნულის წინააღმდეგ იბრძოლოს.

„ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით, ზუსტად ის ადამიანი, ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ბრძანება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. ამ მოცულობის და ამ მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ვაკის პარკში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. იცით, რომ სასამართლოში იყო სარჩელი ამაზე შეტანილი და ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მე რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სასტუმრო არ აშენდეს ვაკის პარკში. აქ დამჭირდება საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა“,- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა