დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს ორი დღის უკან, გაზის გაჟონვას მოყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, რამდენიმე წუთის უკან მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება და გარწმუნებთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც იქნება გამოვლენილი ამ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: "რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი" - მამაუკა ბახტაძის განცხადება დიდ დიღომში მომხდარ აფექთებასთან დაკავშირებით

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო