ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული კონსტანტინე ჯორბენაძის ადვოკატმა  სასამართლოს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული კონსტანტინე ჯორბენაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

კაკაბაძე თავის შუამდგომლობაში აღკვეთის ღონისძიების სახით ჯორბენაძის მიმართ 7 000- ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

როგორც ადვოკატმა თავის შუამდგომლობაში განმარტა, ჯორბენაძე უკანონოდ არის დაპატიმრებული და მას არც მიმალვა უცდია. კაკაბაძის განცხადებით, ის პირველივე წუთებიდან ემორჩილებოდა სამართალდამცავების მითითებას. ადვოკატის თქმით, სწორედ ჯორბენაძემ შეიყვანა დაჭრილი გიორგი ადუაშვილი საავადმყოფოში. მისივე განმარტებით, ბრალდებული ინფორმირებული იყო, რომ მას პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას უპირებდნენ, თუმცა, არც ერთ მოწმეზე ზემოქმედება არ უცდია.

კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა