გიგი უგულავა - პრობლემა აქვს არა კანონს, არამედ კალაძეს კანონის აღსრულებაში

ყველა სრულფასოვან სახელმწიფოში, პასუხისმგებელი საკუთარი ქონების გამართულობაზე, პირველ რიგში, არის მესაკუთრე და შემდგომ ეხმარება მას სახელმწიფო ინსტიტუტები - ამ ვექტორის შეტრიალება არის ნაბიჯი სოციალიზმისკენ და წარსულისაკენ, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, თბილისის ყოფილმა მერმა, “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი უგულავამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და კონტროლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

უგულავას აზრით, “რეგულაციები პანაცეა არ არის“.

“ჩვენ 2003 წლამდე იმ ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც კანონმდებლობის დონეზე ყველაფერი დარეგულირებული იყო, მაგრამ ეს კორუფციის წყარო იყო. ფურცელზე არსებული რეგულაცია, ამ რეგულაციის ეფექტურობასა და აუცილებლობას არ ნიშნავს. დღევანდელი კანონმდებლობა ძალიან მკაფიოდ ითვალისწინებს ყველა სანქციასა და პრევენციულ წინაპირობას იმისას, რომ ტრაგედიები არ მოხდეს. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ტრაგედიებისაგან დაზღვეული არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ქალაქი არ არის. ამიტომ საჭიროა კანონის აღსრულება და არა კანონის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და შემდეგ აქცენტის წინა და წინის წინა ხელისუფლებაზე გადატანა. შენობის ექსპუატაციაში მიღებას თავისი წესები აქვს. მათ შორის ეს უსაფრთხოების წესებასაც მოიცავს და თუ ზედამხედველობის შესაბამისი სამსახურები ამას კანონის მიხედვით მისდევენ, პრობლემა არ გვექნება - პრობლემა აქვს არა კანონს, არამედ კალაძეს კანონის აღსრულებაში“, - აღნიშნა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო