მამუკა ბახტაძე  ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები აქვს დაგეგმილი ლიეტუვასა და დავოსში.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ლიეტუვაში აღნიშნული ვიზიტის შედეგად ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღმავდება.

„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი მეგობარ ქვეყანაში - ლიეტუვაში. ლიეტუვა არის ჩვენი მხარდამჭერი და მეგობარი ქვეყანა. მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტის შედეგად, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ მათ ახალ დონეზე ავიყვანთ.

ამასთან ერთად, ჩვენ ოფიციალური ვიზიტი გვექნება დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება როგორც პოლიტიკურ, ისე ბიზნეს-ლიდერებთან. რამდენიმე ძალიან მსხვილ კომპანიასთან გარკვეული მოლაპარაკებები უკვე გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ დავოსში ამ შეხვედრების შედეგად ეროვნულ ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას მოვახერხებთ“, - აღნიშნა მან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო