მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში შემწეობა აღარ გაუუქმდებათ

მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ამოქმედდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იმ მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, 1 წლის განმავლობაში არ გაუუქმდებათ ეს შემწეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ვრცელდება ყველა ოჯახზე, რომელთა ქულების რაოდენობა მონაცემთა ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას.

„დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ამის შესახებ მე არაერთხელ ვისაუბრე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვცვლით პოლიტიკას ჩვენი სოციალური დახმარებების გაცემის ნაწილში და მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ამოქმედდება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იმ მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ, მათ არ გაუუქმდებათ ეს სოციალური შემწეობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაიწყებენ სამუშაოს. მათ არ გაუუქმდებათ სოციალური შემწეობა 1 წლის განმავლობაში, ხოლო მეორე წლის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდებათ ყველა არამონეტარული შეღავათი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დარწმუნებული ვარ, სიღარიბესთან ბრძოლაში დაგვეხმარება. აღნიშნული ინიციატივა ვრცელდება ყველა ოჯახზე, რომელთა ქულების რაოდენობა მონაცემთა ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას.

ამასთან ერთად, დღესვე გამოდის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ჩვენ მსგავსი ოჯახებისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ოჯახებში იზრდებიან, ხუთჯერ გავზრდით სოციალურ დახმარებას, კერძოდ, 10 ლარიდან 50 ლარამდე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა