პრემიერი - დარგის ექსპერტების უმრავლესობა ამბობს, რომ თავის დროზე, ტექნიკური რეგლამენტების გაუქმებამ შექმნა ძალიან საშიში ვაკუუმი და ეს არის ფაქტი

დარგის ექსპერტების უმრავლესობა ამბობს, რომ თავის დროზე, ტექნიკური რეგლამენტების ასეთმა გაუქმებამ შექმნა ძალიან საშიში ვაკუუმი და ეს არის ფაქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უწყებები აგრძელებენ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დახვეწას.

„მე ვფიქრობ კახა კალაძემ დღეს დეტალურად ისაუბრა. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, ეს არ არის ჩემი პირადი პოზიცია, თუ თქვენ დარგის ექსპერტებს მოუსმენთ, მათ უმრავლესობას აქვთ მსგავსი პოზიცია, რომ თავის დროზე, ტექნიკური რეგლამენტების ასეთმა გაუქმებამ შექმნა ძალიან საშიში ვაკუუმი და ეს არის ფაქტი. ამასთან ერთად, ბუნებრივია მუნიციპალიტეტმა და ნებისმიერმა სხვა უწყებამ უკვე გააკეთა და ასევე აგრძელებს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დახვეწას და ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ დასრულდეს უმოკლეს ვადებში. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მე გუშინწინვე დავავალე შესაბამის ორგანოებს იმ პირთა წრის დადგენა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კავშირი ამ ტრაგედიასთან. მე მოგიწოდებთ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს