მამუკა ბახტაძე -  გავეცანი ენერგოომბუდსმენის და სხვადასხვა ექსპერტის რეკომენდაციებს და მათი ნაწილი  საინტერესოა

მეც გავეცანი ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციებს, ისევე როგორც სხვადასხვა ექსპერტის და მათი ნაწილი საკმაოდ შინაარსობრივი და საინტერესოა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის მიერ გაზის გაყვანილობასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მოცემულობა არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ ხელოსანთან გარიგებით ხდება სხვადასხვა მოწყობილობის მონტაჟი.

„აქვე, რა თქმა უნდა, რეალური მოცემულობაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ძალიან ინდივიდუალური და პიროვნული შემთხვევები გვაქვს, რომ ამა თუ იმ ხელოსანთან ხდება გარკვეული თხოვნის წაყენება, გარიგების დადება, რომ ესა თუ ის მოწყობილობა დამონტაჟდეს. მე დადებითად ვუპასუხებდი თქვენს შეკითხვას, ენერგოომბუსმენისა და სხვა ექსპერტების მოსაზრებები იყო შინაარსობრივი და საინტერესო. როგორც ვიცი, ეს რეკომენდაციები რეგულაციებთან კავშირში იყო“, - აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს