მიხეილ ბატიაშვილი - მთავარი პრიორიტეტია, პედაგოგებისთვის იყოს ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები ქაღალდომანია

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია პედაგოგებისთვის იყოს ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები ქაღალდომანია და რაც მთავარია ორიენტაცია გადავიტანოთ ბიუროკრატიიდან კლასებში, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა სკოლების რეფორმაზე პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აქცენტი განვითარებაზე და მასწავლების დახმარებაზე, კლასზე და სასწავლო პროცესზე გაკეთდება.

„დღეს სკოლის რეფორმის ერთ-ერთი ეტაპის პრეზენტაცია გვქონდა. ჩვენი ხედვების წარმოდგენა ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, იგივე სკოლების უსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. დღეს პედაგოგების ნაწილს შევეხეთ, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია წარმატებული მომავალი რეფორმის განხორციელების. მთავარი პრიორიტეტი პედაგოგებისთვის რაც შეიქმნება, ეს არის ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები ქაღალდომანია და რაც მთავარია ორიენტაციის გადატანა ბიუროკრატიიდან კლასებში. მათ ნაკლები დასაბუთება უნდა უწევდეთ იმისთვის, რომ ისინი რამდენად ინარჩუნებენ ან განიცდიან კვალიფიკაციის ზრდას. არამედ, პირიქით, მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სწავლების ხარისხის გაზრდა კლასებში მოხდეს. ამისთვის ჩვენი მხრიდან სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ასევე ახალი მიგომაა, მოხდება პედაგოგების დახმარება კონკრეტული მიმართულების მიხედვით, რასაც თვითონ სკოლა განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, პედაგოგებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ ნებისმიერი დონის კვალიფიკაციაზე გამოცდა ჩაბაროს და არ დაჭირდეს წლები. მიიღოს შესაბამისი კვალიფიკაცია, შესაბამისი ანაზღაურებაც და შესაბამისი პირობებიც შეიქმნას. ამიტომ ამ რეფორმის ფარგლებში პედაგოგების მხრიდან აქცენტი ბიუროკრატიული მომსახურებიდან კლასებში უნდა გადავიტანოთ, მეტი დრო ბავშვებს და გაკვეთილებს დავუთმოთ. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვები იქნება. დღეს ხედვის და იმ ნაბიჯების წარმოდგენა იყო, რაც უნდა განხორციელდეს. იქნება როგორც საათების ასევე კვალიფიკაციის კუთხით, რომელიც ეტაპობრივად 2 კვირის განმავლობში სამუშაო რეჟიმში იქნება. აქცენტი განვითარებაზე და მასწავლების დახმარებაზე, კლასზე და სასწავლო პროცესზე გაკეთდება",- განაცხადა ბატიაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა