განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში სწავლა 21 იანვრიდან დაიწყება

წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ჩვენ ყოველდღიურად დავაკვირდებით სკოლებში არსებულ მდგომარეობას და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, სწავლა სკოლებში ორშაბათიდან დაიწყება.

„წითელაზე ძალიან აქტიურად ვართ შესაბამის ორგანიზაციებთან ჩართული. დღესაც გავავრცელეთ რეკომენდაციები, რომელიც მოიცავდა შესაბამისი მოქმედებების გატარებას სკოლებში. ორშაბათს სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ ჩვენ ყოველ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან, შესაბამის ორგანოებთან თუ რაღაცა ჩარევა დასჭირდა ან რაღაცა საფრთხე გაჩნდა, წამიერად მზად ვართ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილება მივიღოთ, იმიტომ, რომ გვესმის სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ, ეს წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ჩვენ ყოველდღიურად დავაკვირდებით, სკოლებში ვივლით, ვნახავთ პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ბატიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო