„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გეთიას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

თბილისში, გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსი“ კომპანიიდან აცნობეს, შემთხვევის ადგილზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა.

„აბონენტის განცხადებით, წყლის მიწოდება იყო შეწყვეტილი. წყლის მიწოდების აღდგენის შედეგად ჩაირთო ეზოში დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი, რომელიც გადახურდა და გაუჩნდა ცეცხლი. წყალგამაცხელებელი დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. აფეთქება არ დასტურდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საკუთარ ფართებში დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს.

გაზის ქსელის შემოწმების მიზნით დარეკეთ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე: 114. უფასო მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა