მამუკა ბახტაძე - ჩემთვის მიუღებელია სასამართლო თემის „პრივატიზაცია“ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან

დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ჩვენგანს არ სურს იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, როცა პრემიერი ან სხვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირი რეკავდა სასამართლოში და სასამართლოს „ალაგებდა“ ისე, როგორც მას სურს,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მოსამართლეებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

პრემიერი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია მოსამართლეების თემის „პრივატიზაცია“ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.

„რაც შეეხება ჩვენს სასამართლოს, ჩემთვის მიუღებელია ამ თემის „პრივატიზაცია“ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან, ეს არის საერთო საზრუნავი. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა განაცხადა და ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კრიტერიუმების და პროცედურების გაწერა, რომლის მიხედვითაც იქნებიან შესაბამისი მოსამართლეები შერჩეული. აქვე, ისიც ობიექტური გარემოება გახლავთ, რომ სამწუხაროდ, მოსამართლეების შემცირებული რაოდენობა იწვევს ხშირად საქმეების რაოდენობის არადროულ დამთავრებას. საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში, ეს დრო საქართველოში დასრულდა და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ჩვენგანს არ სურს იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, როცა პრემიერი ან სხვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირი რეკავდა სასამართლოში და სასამართლოს „ალაგებდა“ ისე, როგორც მას სურს“,- განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს