დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა „ევროპული საქართველო“ იყოს პარტია, რომელმაც იცის ხალხის პრობლემები და აქვს კონკრეტული გამოსავალი

ჩვენი ამოცანაა „ევროპული საქართველო“ იყოს პარტია, რომელმაც იცის ხალხის პრობლემები და აქვს კონკრეტული გამოსავალი, - ასე აფასებს პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

„დღეს პოლიტსაბჭოზე პარტიამ იმსჯელა ჩვენს მომავალ სამოქმედო გეგმებზე. ბევრი რამეა გასაკეთებელი ამ ქვეყანაში და ერთ-ერთი, რასაც უახლოეს მომავალში დავიწყებთ, იქნება ჩემი და პარტიის ლიდერების მხრიდან ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში კიდევ ერთხელ ჩასვლა.

ჩვენი ამოცანაა, „ევროპული საქართველო“ იყოს პარტია, რომელმაც იცის ყველა გაჭირვება და პრობლემა, რაც აწუხებს მოსახლეობას და რომელსაც აქვს კონკრეტული გამოსავალი და შეთავაზება, როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ და როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის მდგომარება. ჩვენ უნდა ვიყოთ, რაც შეიძლება ახლოს ხალხთან. უახლოესი დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ მთელი საქართველოს მაშტაბით ჩავალთ ყველგან, თითოეულ რაიონში, თითოეულ ქალაქში, თითოეულ სოფელში, შევხვდებით ხალხს, მოვისმინეთ მათ პრობლემას და ხალხთან ერთად ვიმსჯელებთ,როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება და როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა