ბექა ოდიშარია - არიან ადამიანები, ვინც ჩვენი თანამოქალაქეების ტრაგედიას მყისიერად გადააქცევენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია თბილისის მერის კახა კალაძის პრესკონფერენციას ეხმაურება და ოპოზიციას ტრაგედიის მყისიერად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად გადაქცევაში და პოლიტიკური ქულების ჩაწერაში ადანაშაულებს.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემი მეგობრები ჩვენს ოჯახის წევრებთან ერთად, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, შეძრული ვართ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით. მართლაც უმძიმესი და შემზარავია თითოეული კადრისა და მომენტის ნახვაც კი ტელევიზიით, რაც ამ დღეებში გადმოიცემოდა. ამ დროს, ცივილიზებულ ადამიანებს მთელ სამყაროში გაჭირვებაში მყოფი ადამიანების შემწეობისა და გარდაცლილ ადამიანების სულებზე ლოცვის ბუნებრივი ადამიანური სურვილი უჩნდებათ.

თუმცა, სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ჩვენი საზოგადოებისა, არიან ადამიანები, ვინც ჩვენი თანამოქალაქეების ტრაგედიას მყისიერად გადააქცევენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად და მიზანსცენად და ურცხვად იწყებენ პოზიორობას ტელეკამერების წინ და ცდილობენ ამაზრზენი სახით პოლიტიკური ქულების ჩაწერას . ჩვენ შევეგუეთ, რომ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ კვალიფიკაცია, საკუთარი თანამოქალაქეების ადამიანური სიყვარული და როდესაც ეს ეხება პოლიტიკურ პროცესს, როდესაც ეს გვეხება ცოცხალ ადამიანებს, ყოველდღიურ რუტინულ ჩვევად გადაგვექცა, მათი პასკვილებისა და ფართოდ ტირაჟირებული სიყალბეების უბრალოდ ღიმილით იგნორი.

თუმცა ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე ეხება ჩვენს დაღუპულ თანამოქალაქეებს, ადამიანურ ტრაგედიებს, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე.

მე არაერთხელ მომიწოდებია ამ ტიპის ადამიანებისათვის, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაზე პოლიტიკური მიზანი, რისკენაც შეიძლება ვისწრაფოდეთ საკუთარი სინდისისა და ადამიანური ტრაგედიების ხარჯზე, თუმცა ეს მოწოდება ალბათ რიტორიკულად დარჩება, ისევე როგორც კალაძის მოწოდება ჟღერს მათთვის რიტორიკულად, რომ ბოდიში მოიხადონ სიცრუისათვის, რადგან ბოდიშის მოხდას სინანული, სინდისი და სიმამაცე სჭირდება, რასაც ვფიქრობ მოკლებულნი არიან ამ ჟანრში მოღვაწე პოლიტიკოსები. კიდევ ერთხელ, მთელ საზოგადოებას ვუსამძიმრებ თავს დატრიალებულ ტრაგედიას და ასეთ დროს, ალბათ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს ერთად დგომა მმართებს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა