პრემიერი კახა კალაძის კომენტარზე - არსებობს იუმორი და იუმორი არის ძალიან კარგი

„თქვენი კითხვაც კი თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს,“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რამდენად ეთიკურია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერი „ლევან ხაბეიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს თბილისის ანძიდან და ჰოლანდიიდან გამოქანებას ურჩევს“. მამუკა ბახტაძის თქმით, იუმორი ძალიან კარგია.

„თქვენი კითხვაც კი - რამდენად ეთიკურია კახა კალაძის სიტყვები - თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. მე მარტივად გიპასუხებთ, რაზეც პასუხი არაერთხელ გამიცია: ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად რაც ჩვენ უკანასკნელ არჩევნებში გვქონდა, ეს იყო სიძულვილის ენა და ეს არის მიუღებელი. ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინ იყო, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის კახასიც, პოზიცია იყო, არის და იქნება ის, რომ სიძულვილის ენა მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების დიდი ნაწილი განაგრძობს იმავე რეჟიმში ცხოვრებას იმიტომ, რომ ეს მათი ცხოვრებისეული ფასეულობაა. ამასთან ერთად, არსებობს იუმორიც და იუმორი არის ძალიან კარგი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო