მიხეილ ბატიაშვილი - ყველა წარმატებულ პედაგოგს, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, თავისი ცოდნიდან გამომდინარე, ნებისმიერი სტატუსი მიიღოს

ყველა წარმატებულ პედაგოგს, მიუხედავად საფეხურებისა, შესაძლებლობა უნდა მიეცეს თავისი ცოდნიდან და უნარებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართული პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა,გამოცდა უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს.

"ჩვენი ხედვით ყველა პედაგოგს, ყველა წარმატებულ პედაგოგს მიუხედავად საფეხურებისა, შესაძლებლობა უნდა მიეცეს თავისი ცოდნიდან და უნარებიდან გამომდინარე ნებისმიერი სტატუსი მიიღის. ადამიანებს, ვინც ამას იმსახურებს, წლების განმავლობაში ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა არ უნდა სჭირდებოდეთ. სისტემამ ისეთი შესაძლებლობა უნდა მისცეს, რომ ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დონეზე გამოცდის ჩაბარება შეეძლოს. გამოცდა როგორი უნდა იყოს, რას უნდა აკმაყოფილებდეს და რისგან უნდა შედგებოდეს ამას კიდევ დავუბრუნდებით და ბევრჯერ ვისაუბრებთ. გამოცდა უნდა შეესაბამებოდეს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რასაც ჩვენ რეფორმების ფარგლებში ვაკეთებთ. წლები არ უნდა იყოს ბიუროკრატიაში დახარჯული და ჩვენი მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას და განათლების ხარისხის აწევას უნდა ხმარდებოდეს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

თავის მხრივ, ამავე შეხვედრაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა, რომ პროფესიაში რაც შეიძლება მეტი ახალი კადრი უნდა მოიზიდონ.

„ჩვენ უნდა გავამარტივოთ და ამავდროულად ეფექტური გავხადოთ მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მიზიდვის საქმე. შესაძლებელია გვყავდეს ადამიანი, რომელიც ძალიან კარგი ფიზიკოსია, დაამთავრა ფიზიკის ფაკულტეტი და დიპლომში ფიზიკის მასწავლებელი არ უწერია, მაგრამ ჩვენ მას ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ, რომ სკოლაში დაგვიანებით შევიდეს. ბარიერების შექმნა სწორი არ იქნება. განსაკუთრებით როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნებში სკოლებში დეფიციტი გვაქვს“, - განაცხადა შუკაკიძემ.

მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, „ბევრი მსჯელობა გვექნება, ბარიერები როგორ გავამარტივოთ, თუმცა გამარტივება ხარისხის ხარჯზე არ იქნება“.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გატარდება, ეს იქნება ახალგაზრდების ხელშეწყობა. რაც შეიძლება სწრაფად, მინიმალური ბიუროკრატიით და მაღალი ხარისხით მათ შესაძლებლობა მივცეთ ამ პროფესიაში მოხვდნენ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს