გიგა ბოკერია - ანა დოლიძემ აშკარად ვერ გაიგო ჩემი პოზიცია - წარსულის არანაირ ნოსტალგიაზე საუბარი არ ყოფილა

ანა დოლიძემ აშკარად ვერ გაიგო ჩემი პოზიცია ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატაზე გააკეთა კომენტარი,- ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„მე გუშინ მათ შორის, წარსულს ვაკრიტიკებდი - ხელისუფლება, რომლის წევრიც მე ვიყავი, რეალურად ებრძოდა კრიმინალს, მაგრამ არ იყო გაკონტროლებული დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ; ეს სერიოზული პრობლემა იყო. წარსულის არანაირ ნოსტალგიაზე საუბარი არ ყოფილა.

დღეს პრობლემა ისაა, რომ არც დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, კორუფცია იზრდება და არც კრიმინალთან მიდის რეალური ბრძოლა.

მომავალმა ხელისუფლებამ ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს დღევანდელი ვითარება და ჩვენი წარსულის ჩავარდნებიც გაითვალისწინოს. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ძლიერი ხელისუფლება თავად იქცევა საფრთხედ მოქალაქეებისათვის. ასე რომ, კარგი იქნებოდა, ანა დოლიძე წესიერად გაცნობოდა ჩემს მოსაზრებას, სანამ მსგავს კომენტარს გააკეთებდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიასმ.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ბოკერია ჩავარდნილია თავისი ზეობის ხანაში, როდესაც ძალაუფლების ბერკეტები ჰქონდა. ამით დოლიძე გამოეხმაურა გიგა ბოკერიას იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, რომ „ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა