ლევან ხაბეიშვილი კალაძის კომენტარზე - საზოგადოების და საკუთარი თავის შეურაცხყოფაა, როდესაც მერი ასეთი ლექსიკით საუბრობს

„ეს არ არის ჩემი პირადი შეურაცხყოფა. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, საკუთარი თავის შეურაცხყოფა, როდესაც მერი ასეთი ლექსიკით საუბრობს“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა რადიო „პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, რითაც ხაბეიშვილის მისამართით თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„დედაქალაქის მერის განცხადებაა, თქვენ ფიქრობთ, ხაბეიშვილი, მიშა, შალვა და გრიშა თურმე გამოექანონ მთაწმინდიდან?! ეს არის ლექსიკა, როგორც უნდა ისაუბროს დედაქალაქის მერმა?! ეს არის სწორი?! მართლა გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამ ადამიანს შეუძლია ყველაფერი საღლიცინოდ გახადოს. ხომ ვიცით, მისი გამონათქვამებია: „გოთვერანო“, იქ ვაშაძე თურმე „ლოგინში გადატრიალდეს“, „გადაშენდი აქედან“, „ნაძვის ხეზე დაგკიდებ“ – ჩვევია ასეთი ლექსიკით საუბარი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ მინდა ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ მან დღეს ჩემს განცხადებაზე თქვა, რომ მთაწმინდიდან გამოექანოს ხაბეიშვილი. ეს არ არის ჩემი პირადი შეურაცხყოფა. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, საკუთარი თავის შეურაცხყოფა, როდესაც მერი ასეთი ლექსიკით საუბრობს ასეთი ტრაგედიის დროს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საუბარი მიმდინარეობდეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების დიდ დიღომში შემთხვევის ადგილზე ორჯერ გამოძახების ფაქტს, მათ გულგრილობაზე, რის შედეგადაც ადგილზე ტრაგედია მოხდა, კალაძე ყველაფერზე მხრებს იჩეჩავს.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, დედაქალაქის მერი პასუხისგებლობას საამშენებლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც უნდა გრძნობდეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილს და სხვებს შეუძლიათ თბილისის ანძაზე ავიდნენ და იქედან გამოექანონ. ასეთი კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომელმაც დღევანდელ პრესკონფერენციაზე დიდ დიღომში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ თბილისის მერის გამოკითხვა მოითხოვა.

„არ ვიცი, ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო - ეს არის ერთი ტიპის ადამიანები. მათი განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი – ერთიან შინაარს შეიცავს. ადამიანებს რა უნდა ვუთხრა სერიოზულად, არ ვიცი, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა და სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, დიდი ინტერესია, თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ გამოსაყენებელ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და ამ ადამიანებს შეუძლიათ აბრძანდნენ დაა... მიშას თბილისიდან არ შეუძლია, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთივეა პასუხიც“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა