ანრი ოხანაშვილი - დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ან ქალაქის მერზე ბრალდებები ამორალურია

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მითუმეტეს ქალაქის მერზე ბრალდებები, ამორალურია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ანრი ოხანაშვილმა დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„გასულ წელს სწორედ კალაძე იყო მშენებლობის სფეროში სტანდარტების გამკაცრების ინიციატორი, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. თბილისის მერს ჩვენი მხარდაჭერა ექნება ყველ იმ საკანონმდებლო რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მას დაგეგმილი აქვს სამშენებლო და უსაფრთხოების რეგულაციების კიდევ უფრო დახვეწისთვის, ვინაიდან ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოდ ცხოვრება ჩვენი მთავარი ამოცანაა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილს კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო