„ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამსახურში დააკავეს, ჯერ არ ვიცი რას ედავებიან

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, „ყაზტრანსგაზ - თბილისის" თანამშრომლის, თორნიკე ტატიშვილის ადვოკატი თამარ ჯაფარიძე დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამსახურში დააკავეს და მას ჯერ ჩვენება არ მიუცია. ადვოკატისთვის უცნობია, თუ რას ედავებიან დაკავებულს.

„ამ წუთას მოვედი და ვერკვევი სიტუაციაში. ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. როგორც ვიცი სამსახურში დააკავეს. ჯერ არ გავსაუბრებივარ, არც ჩვენება მიუცია, უბრალოდ დოკუმენტაციას ამზადებენ. ჯერ არ ვიცით რას ედავებიან", - აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” ორი თანამშრომელი დააკავეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო