ადვოკატი - გიორგი ადუაშვილი ბრალს არ აღიარებს, მითუმეტეს, კუჭავას მისამართით გასროლას

ადუაშვილი ბრალს არ აღიარებს, მითუმეტეს, კუჭავას მისამართით გასროლას, ეს არ დასტურდება არც კუჭავას ჩვენებით, არც მტკიცებულებებით, რადგან იარაღი ამოღებული არ არის, გიორგი არც იარაღის ქონას აღიარებს, - ამის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულის, გიორგი ადუაშვილის ადვოკატმა, სალომე მესხმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ადუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მისთვის მოულოდნელი იყო.

„გიორგი ადუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის, შესაბამისად სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. გამოძიების და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს.

თუ რა ვითარებაში მიიღო ადუაშვილმა დაზიანება, ამის შესახებ არ უსაბრია, რადგან დუმილის უფლებას იყენებს. მას შემდეგ რაც ის ჩვენებას მისცემს, ცნობილი გახდება, რა ვითარებაში მიიღო ჭრილობები", - განაცხადა მესხმა.

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ პირებს, გიორგი ადუაშვილსა და მის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა