„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლის და - ჩემი ძმა ამბობს, რომ სათითაოდ შეამოწმეს ყველა სართული, არ დაფიქსირდა სუნი და არც აპარატმა დააფიქსირა გაჟონვა

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, „ყაზტრანსგაზ -თბილისის" თანამშრომლის, თორნიკე ტატიშვილის და, თეონა ტატიშვილი აცხადებს, რომ მისმა ძმამ ყველა წესის დაცვით შეამოწმა ტერიტორია, თუმცა, გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. ამის შესახებ თეონა ტატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამბობს, რომ ყველა წესის დაცვით შეამოწმეს ტერიტორია აპარატით, ყნოსვითაც, პირველი სართულიდან მეცხრე სართულის ჩათვლით, ფეხით ავიდნენ, რადგან იმ მომენტში ლიფტი არ მუშაობდა.

სათითაოდ შეამოწმეს ყველა სართული, არ დაფიქსირდა სუნი, არც აპარატმა დააფიქსირა გაჟონვა, ამიტომ წავიდნენ სხვა გამოძახებაზე, სადაც ამ აპარატმა დააფიქსირა, რომ იყო გაჟონვა და მოხდა კიდეც რეაგირება.

მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. იმ მომენტში, როცა ისინი მივიდნენ იქ, რამდენიმე ბიჭიც იყო და აღნიშნეს კიდეც, რომ ახლა სუნი ნამდვილად აღარ არისო", - აცხადებს ტატიშვილი.

ის არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, ლიფტის არმუშაობის გამო, მათ ყველა სართულზე ასვლა დაეზარათ.

"ეს ნამდვილად სწორი არ არის. ყველაფერი შეამოწმეს, ფეხით ავედითო მეც და ჩემი მეწყვილეც მეცხრე სართულამდეო, ამბობს ის", - განაცხადა ტატიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო