მიხეილ ბატიაშვილის შეფასებით, WorldAtlas-ის კვლევა გარკვეულ საკითხებში გაკვირვებას იწვევს

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, WorldAtlas-ის კვლევა, რომელმაც საქართველო ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა, გარკვეულ საკითხებში გაკვირვებას იწვევს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს ორგანიზაცია განათლების სფეროში დიდი აღიარებით ვერ სარგებლობს. მისივე თქმით, კვლევის შინაარსი მისაღებია, თუმცა კვლევის შედეგები გარკვეული თვალსაზრისით ეჭვქვეშ დგას.

„ეს ორგანიზაცია ამ სფეროში ისეთი აღიარებული არ არის. ჩემში გასაკვირი რაც იყო ამ კვლევაში, არის ის, რომ ჩვენზე უარეს მდგომარეობაში ამ კვლევის მიხედვით არის მონაკო და ლიხტენშტეინი, რომლებიც არიან ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნები და აქვთ ძალიან მაღალი განათლების სისტემა. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ საქართველოში რეფორმების განხორციელება აუცილებელია განათლების სისტემაში დადებითი შედეგების მისაღწევად. პრინციპების დონეზე ვეთანხმებით კვლევის შინაარსს, თუმცა ეჭქვეშ დავაყენებდი ამ ქვეყნების მოხვედრას სიაში, რადგან მათი განათლების სისტემა გაცილებით უკეთესია“, - განაცხადა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს