განათლების მინისტრი ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაზე - გამოძიების შემდეგ მზად ვართ ნებისმიერი, მათ შორის მტკივნეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ

გამოძიების შემდეგ მზად ვართ ნებისმიერი, მათ შორის მტკივნეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ჩხუბთან და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან მოჭიდავის ცემასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება, რადგან ეს აზარალებს მთლიანად ქართულ სპორტს.

„ამასთან დაკავშირებით გვქონდა შიდა სამუშაო შეხვედრა. ძალიან ვწუხვართ ასეთი ფაქტები, რომ ხდება. ეს არ შეეფერება ქართულ სპორტს და იმ წარმატებებს, რომელიც გასულ წელს გვქონდა. ასეთი ფაქტები ჩრდილს აყენებს არა მარტო ამ სფეროს, არამედ ზოგადად სპორტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაწყებულია და ვიცი, რომ საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. გამოძიების დასრულების შემდეგ, იმის მიხედვით როგორი ტენდენციაც გამოიკვეთება, მზად ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღოთ უსწრაფესად. გამოძიების შემდეგ მზად ვართ ნებისმიერი, მათ შორის მტკივნეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, დაპირისპირება სპორტის სასახლეში 11 იანვარს, ჭიდაობის ჩემპიონატზე მოხდა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მას რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო