დავით ზალკალიანი რუსეთის ხელისუფლებას და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზის გახსნისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ხელისუფლებას და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზის გახსნისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„რამდენიმე დღეა, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვარი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან არის დაკეტილი. ეს არის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის. ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. საკითხი არის დაყენებული ჟენევის თანათავმჯდომარეების დღის წესრიგში და მუდმივი კომუნიკაცია არსებობს მათთან. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს, დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ეს პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება. მოვუწოდებთ, საოკუპაციო რეჟიმებს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საოკუპაციო ხაზის დაუყოვნებლივ გახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა