ქეთევან ციხელაშვილი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს წლიურ ანგარიშს აცნობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს წლიურ ანგარიშს აცნობს.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, აპარატს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სამოქალაქო სექტორთან და მათთვის უმნიშვნელოვანესია, აღნიშნული ადამიანების აზრი.

„ჩემი წლიური ანგარიში წარვადგინე ერგნეთში მოსახლეობასთან და ვფიქრობ, ეს სწორედ ის აუდიტორიაა, რომელსაც პირველად უნდა ჩავაბარო ანგარიში, თუმცა მიხარია, რომ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლებთან და მე მინდა მათ წელს წარვუდგინო დეტალურად ის საქმიანობა, რომელიც აპარატმა გასწია წელს და ასევე, მოვისმინო მათი რეკომენდაციები",- განაცხადა ციხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო