შინაგან საქმეთა სამინისტრო დნმ-ის საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი ლაბორატორიით აღიჭურვება

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დნმ-ის ლაბორატორია იქმნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება დანაშაულის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალი ხარისხის ექსპერტიზის დასკვნების მომზადება.

„თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზებს, ასევე, მათ საჭირო ნიმუშებით შევსებაში დაეხმარება, რაც კიდევ უფრო გაზრდის დნმ ექსპერტიზის ეფექტურობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დნმ ლაბორატორია

24/7 რეჟიმში იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის ფაქტების სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას“, – განმარტავენ სამინისტროში.

დნმ-ის ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენის შესახებ განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო