„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინ მაღაზია გაიხსნა

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინ მაღაზია გაიხსნა, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირების და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინ რეჟიმში ვებ-გვერდზე - www.funshop.ge შეუძლიათ.

„ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, მაღაზიაში შესაძლებელია, ეროვნული ნაკრების სათამაშო და გულშემატკივართა მაისურების, შარვლების, გამოსასვლელი ზედების და სხვა პროდუქციის შეძენა. ონლაინ მაღაზიაში ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციაც არის წარმოდგენილი. უფასო მიტანის სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროდუქციის შეძენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში არის შესაძლებელი.

“ვითიბი ბანკი“ 2016 წლიდან არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, ქართული სპორტის მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ფედერაციასთან ერთად, გულშემატკივრებისთვის კიდევ არა ერთი სიახლის შეთავაზება გვაქვს დაგეგმილი. ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტია და შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის ასეთი მაღაზიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო