ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილზე - ეს ადამიანი ჩემი საპირწონე არ არის - მე თავს ერთ სიბრტყეში არ ვაყენებ

ეს ადამიანი ჩემი საპირწონე არ არის - მე თავს ერთ სიბრტყეში არ ვაყენებ, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა მოადგილემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად მისაღებია მიდგომა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში არ იყოს არც თავად და არც მისი ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი.

“მე არ ვინტერესდები მას (ვანო ზარდიაშვილს) სად იწვევენ. მე მაინტერესებს, რატომ არ არის ამ დრომდე ჩემთან მოსაწვევი გამოგზავნილი - დაავიწყდათ თუ განზრახ გამომტოვეს. ირაკლი კობახიძის კაბინეტის უფროსს მივწერე და თუ დაავიწყდა, შევახსენე! ვნახოთ, მგონია, რომ პროცესს ისე არ დავაპატარავებთ, იმ დონემდე არ დავიყვანთ და გადაწყვეტილებების მიღება იმის მიხედვით არ მოხდება, ვინ ვიზეა განაწყენებული თუ ვის რა კრიტიკული მოსაზრება აქვს. თუ შეგნებულად გამომტოვეს, მინდა ღიმილით ვუთხრა, რომ ეს არ არის სწორი - პარლამენტია და ასე მოქცევა არ შეიძლება. ვართ დეპუტატები, ხალხის წარმომადგენლები და ეს მნიშვნელოვანი პროცესი ასე არ უნდა დავაპატარავოთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფი თავის დროზე მისი ინიციატივით შეიქმნა და აღნიშნულ ფორმატში მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ძირითადი განსახილველი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურა და კრიტერიუმები იქნება, მომავალ კვირას გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ელექტრონული შეტყობინება დეპუტატებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და შეხვედრაზე სხვა მიწვეულ სტუმრებს გაეგზავნათ. როგორც ცნობილი გახდა, მსგავსი შინაარსის წერილი ეკა ბესელიას არ მიუღია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო