ქეთევან ციხელაშვილი - თუ „ღორის გრიპი“ აღმოაჩნდებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, მკურნალობაში დავეხმარებით

„იმ შემთხვევებში, თუკი ეს ვირუსი აღმოაჩნდებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, პირიქით, დავეხმარებით, რომ ვუმკურნალოთ და ამ საკითხში ვითანამშრომლოთ“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. ღორის გრიპის გამო ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმების მიერ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას. ციხელაშვილის განცხადებით, ეს არ ემსახურება მოსახლეობის დაცვის მიზანს.

„ამ დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით. ჩვენი ამოცანა არის ერთი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ინტერესებიდან გამომდინარე მივაღწიოთ შედეგს, რომ აღდგეს იმ ტიპის მოძრაობა, რომელიც მათ ჰქონდათ და შემდეგ უკვე გაფართოვდეს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვებია, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება გადაადგილება. მაინც მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ყველას მხრიდან იქნება გაცნობიერებული არა მხოლოდ სამართლებრივი მხარე, არამედ ჰუმანიტარული მხარეც. საბაბად რაც არის დასახელებული - გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროება - რეალურად ეს ზომა არის არაადეკვატური, არ ემსახურება მიზანს, რომ დაიცვას მოსახლეობა. ეს ვირუსი არ არის საქართველოში იმ დონეზე გავრცელებული, რომ იყოს ეპიდემიური მდგომარეობა. ეს ვირუსი გავრცელებულია ყველგან, ანუ ამ მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა აბსოლუტურად არ ემსახურება მიზანს და იმ შემთხვევებში თუკი ეს ვირუსი აღმოაჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, პირიქით, დავეხმარებით, რომ ვუმკურნალოთ მათ და ამ საკითხში ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა