კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე  ექსპერტთა დისკუსია  გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ინიციატივით (ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ახალი ინიციატივა - „რისი გაკეთებაა შესაძლებელი აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ „რუხ ზონასთან“ მიმართებით?“ - განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, გერმანულ-უკრაინული ინიციატივა, რომელიც ძირითადად საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კონფლიქტურ რეგიონებს ეხება, ირინა ვერეშჩუკმა („შავი ზღვა-ბალტიის კვლევებისა და კონსენსუალური პრაქტიკების საერთაშორისო ცენტრი“) და ანდრეას უმლენდმა („ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტი“) წარადგინეს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ინიციატივის განხილვის მეორე რაუნდი კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც ავტორებთან ერთად, უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები, საკითხით დაინტერესებული ექსპერტები და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საერთაშორისო მოძრაობის „უნივერსიტეტები მშვიდობისთვის“ ინიციატორია, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის პროფესორთა და სტუდენტთა თანამშრომლობას გულისხმობს, კონფლიქტების მოგვარებისა და უსაფრთხოების საკითხებში. ასევე, უნივერსიტეტში არსებული კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია, უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირებს მოახდინონ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კონცეფციებისა და ინიციატივების განხილვა. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს