რუსთავში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, რუსთავში რეგიონის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას, საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსი არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელობიდან სტიგ ფრედსლუნდი კიელდსენი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრაზე, ბიზნესსექტორის წარმომადგნელებმა DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე მიიღეს ინფორმაცია.

„კერძოდ, საუბარი შეეხო თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ღრმა და ყოვლისმომცვველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და რა ახალი წესები მოქმედებს ბაზარზე ქართველი ექსპორტიორებისათვის.

რიგით მე-11-ე ქვემო ქართლის რეგიონულ მრგვალ მაგიდას, დღეს მედიის წარმოადგენლებიც ესწრებოდნენ.

ორგანიზატორების განმარტებით, წინა შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ DCFTA-ის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით, ტრადიციული და სოციალური მედიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის პროექტი ,,ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ 2015 წლიდან ხორციელდება. პროექტის მთავარი მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების კოორდინირების, მონიტორინგისა და დანერგვის ხარისხის განვითარების ხელშეწყობა“, - ნათქვამია სავაჭრო პალატის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო