მაია ცქიტიშვილი - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კოპირება მოხდება აჭარაში და  ამ მიმართულებით, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი დაიხარჯება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კოპირება მოხდება აჭარაში და ამ მიმართულებით, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამოიყო 20 მილიონი ლარი, რაც სოფლის მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათივე გადაწყვეტილებით, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

„მაგალითად, მცხეთა-მთიანეთის მხარის რამდენიმე სოფელში გადაწყდა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამეგრელოს ერთ სოფელში წყლის სისტემები გაიმართება, ქარელის სოფელ ფცაში კი, სადაც მეც ვესწრებოდი სოფლის კრებას, მოსახლეობამ გარე განათების დამონტაჟება გადაწყვიტა. მართალია, პროექტები შედარებით მცირებიუჯეტიანია, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუნიციპალიტეტებს აქვთ თანადაფინანსების უფლება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კოპირება მოხდება აჭარაში და ავტონომიური რესპუბლიკის სოფლებში, ამ მიმართულებით, დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3700 სოფელს მოიცავს, საერთო კრებებში კი პირველ მარტამდე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო