ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო სექტორს  სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აპარატის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, ანგარიში ორ მიმართულებას - შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკასა და სამოქალაქო თანასწორობასა და ინტეგრაციას მოიცავს.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატს, არასამთავრობო სექტორთან, მთელი წლის განმავლობაში აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„მინდა შეჯამებასთან ერთად, ტრადიციულად, მათგან წინადადებები და რეკომენდაციები მოვისმინო. მე მათ პარტნიორებად აღვიქვამ, ვინაიდან სამშვიდობო პოლიტიკის საქმეში სახალხო დიპლომატიას უნიკალური როლი აქვს. მითუფრო, როდესაც ჩვენ ახალი სამშვიდობო ინიციატივები გვაქვს. ანგარიშის წარდგენისას აგრეთვე ვისაუბრე კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეზე, რომელიც მთავრობის დადგენილებით დღეს სისრულეში იქნა მოყვანილი - მომზადდა საფუძველი იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის გამარტივეული წესით დადგინდეს საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად, გამარტივებული პროცედურებით, ხანმოკლე ვადაში, უფასოდ იქნას შესაძლებელი საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ანგარიშში აგრეთვე შეჯამებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები.

„დოკუმენტში საუბარია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებაზეც და ნათქვამია, რომ აღნიშნულ სოფლებში პერმანენტულად ხორციელდება მთელი რიგი სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის ღონისძიებები.

წლიურ ანგარიშში აგრეთვე მოხვდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მათ შორის ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება და ტოლერანტული გარემოს წახალისება; სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ა.შ.“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს