ელგუჯა ხოკრიშვილი - გერმანიის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საფრთხე არ ემუქრება

გერმანიაში საქართველოს ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა წინასწარი პროგნოზების გაკეთება არასწორად მიაჩნია. როგორც ხოკრიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

“ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კოალიციური მთავრობის შეთანხმება, რომელიც იმას გულისხმობდა, რომ ყველა ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეების მიერ მოთხოვნილი თავშესაფრის დაკმაყოფილების კვოტა 5%-ზე დაბალია, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად იყოს აღიარებული. ეს კანონპროექტი წინა წელს მოამზადა კოალიციურმა მთავრობამ, გადაუგზავნა ბუნდესტაგს, იყო განხილვები და დღეს კენჭისყრა მოხდა ამ კანონის. შემდეგი ეტაპი არის, რომ ეს კანონპროექტი საჭიროებს მეორე ინსტანციის - ე.წ. ფედერაციული საბჭოს თანხმობას. მიწის წარმომადგენლებისგან არის ეს საბჭო დაკომპლექტებული, რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება. ამიტომ ზუსტად ძნელია შევაფასოთ როდის შეიკრიბება ეს საბჭო და როდის განიხილავენ ამ საკითხს. ეს შეიძლება იყოს ორ, ან სამ თვეში, მაგრამ ვიდრე ეს ფედერაციული საბჭო კენჭს უყრის, მანამდე გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები პარტიებს შორის, იმისთვის, რომ მოხდეს ამ კანონპროექტის მხარდაჭერა. კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ეს იყო - ამ კანონზე შეთანხმება“, - განაცხადა ხოკრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს