ზაქარია ქუცნაშვილი - „ქართული ოცნება“ არავის წასვლის გამო არ ჩამოიშლება, გარდა ერთი კაცისა, თუ ბიძინა ივანიშვილი წავა ამ პროცესიდან

„ქართული ოცნება“ არავის წასვლის გამო არ ჩამოიშლება, გარდა ერთი კაცისა, თუ ბიძინა ივანიშვილი წავა ამ პროცესიდან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” პარტია „ქართული ოცნებს“ წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რჩება იმ ფიგურად, რომელიც ქართულ პოლიტიკაში სტაბილურობის განმაპირობებელია.

„თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება, არ ჩამოიშლება, მოგწონთ ვინმეს თუ არ მოგწონთ, ბატონი ბიძინა რჩება იმ პიროვნებად, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ სტაბილურობას ქართულ პოლიტიკაში. ისევე, როგორც მისი უწმინდესობა ბევრს გვიყვარს, ცოტა ნაწილს არ გიყვართ, მაგრამ ის რჩება ჩვენს სულიერ მამად და ასრულებს უზარმაზარ შემაკავშირებელ როლს ქართულ საზოგადოებაში“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა