ზაქარია ქუცნაშვილი - მიშა რომ შემჩნეულია გამოქანება-გაქანებებში, ცნობილია

მიშა რომ შემჩნეულია გამოქანება-გაქანებებში, ცნობილია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ხალხმა დაასრულა და არა თავად კალაძემ, რაშიც ის განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

„კახის მგონი არ დაუსრულებია განცხადება, იმ ხალხმა დაასრულა, რომელმაც იგულისხმა ის, რაც თქვენც იგულისხმეთ. მიშა რომ შემჩნეულია გამოქანება-გაქანებებში, ცნობილია, ის შემჩნეულია ამაში. ხან გაქანდა და უკრაინაში შექანდა, გამოქანდა და ჰოლანდიაში გაიქცა, თუმცა მიშას შემოქანებას საქართველოში მე არ ველოდები, რადგან თავად მის მხარდამჭერებსაც აღარ უნდათ შემოქანებული სააკაშვილი“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "მიშა რომ შემჩნეულია გამოქანება-გაქანებებში მოგეხსენებათ"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა