დავით ბეჟუაშვილი მისი სახელით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი მისი სახელით დღეს გავრცელებულ დეზინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.

„მეგობრებო, დღეს გაურკვეველი მედია საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა კომპანია " ჯი- აი- ჯის" დამფუძნებლის დავით ბეჟუაშვილის მხრიდან 16 იანვრის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამგვარი ინტერვიუ, განმარტება ან განცხადება არ გაკეთებულა და მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია“, - ნათქვამია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის სახელით დღეს გავრცელდა ე.წ. „ფეიკნიუსი“, რომლის თანახმად, თითქოს ბეჟუაშვილმა დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „სამი-ოთხი დაღუპულის გამო, სრულიად საქართველოს გაზის მიწოდებას ვერ შეუწყვეტს“. „გასაგებია, რომ ტრაგედია დატრიალდა და მეც ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მაგრამ ამ ფაქტში კომპანიის დადანაშაულება არალოგიკურად მიმაჩნია”, - ნათქვამია ყალბ ინფორმაციაში, რომელიც დავით ბეჟუაშვილის სახელით გავრცელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა