აშშ-ს სპეცპროკურორმა უარყო გამოცემა BuzzFeed-ის ინფორმაცია, ტრამპის ყოფილი ადვოკატის მიერ კონგრესისთვის ცრუ ჩვენების მიცემის თაობაზე

აშშ-ს სპეცპროკურორის რობერტ მუელერის ოფისმა არასწორი უწოდა ინტერნეტ-გამოცემა BuzzFeed-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპმა თავის ადვოკატს თითქოს მითითება მისცა, რომ კონგრესისთვის ცრუ ინფორმაცია მიეცა მოსკოვში ცათამბჯენის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების ვადებზე.

„სპეცპროკურორის ოფისის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ჩვენებების აღწერა, რომელიც მაიკლ კოენს ეხება, სწორი არ არის“, - ნათქვამია რობერტ მუელერის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ინტერნეტ-გამოცემა BuzzFeed-მა წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა რობერტ მუელერს ჩვენება მისცა, რომ დონალდ ტრამპმა მას დაავალა კონგრესისთვის ცრუ ჩვენება მიეცა მოსკოვში ცათამბჯენის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე.

მოგვიანებით დონალდ ტრამპის ადვოკატმა რუდოლფ ჯულიანიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტს არასოდეს მიუცია მაიკლ კოენისთვის ამგვარი მითითებები.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ს სპეცპროკურორმა უარყო გამოცემა BuzzFeed-ის ინფორმაცია, ტრამპის ყოფილი ადვოკატის მიერ კონგრესისთვის ცრუ ჩვენების მიცემის თაობაზე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა