დონალდ ტრამპმა მომხრეებს შესთავაზა, კონგრესში „დემოკრატების“ ლიდერებს აგურები გაუგზავნონ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მომხრეებს შესთავაზა კონგრესში „დემოკრატების“ ლიდერებს - ნენსი პელოზისა და ჩაკ შუმერს, რომლებიც მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის დაფინანსების გამოყოფას ეწინააღმდეგებიან, აგურები გაუგზავნონ.

„შესანიშნავი იდეა გამიჩნდა, რაც ჩაკ შუმერსა და ნენსი პელოზის სხვა არჩევანს არ დაუტოვებს, გააგზავნეთ მათ ოფისებში აგური და შეახსენეთ, რომ ჩვენ კედელი გვჭირდება“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საიტი შეიქმნა, სადაც აგურის შესაძენად ფულის გადარიცხვა ხდება. ერთი აგურის შესაძენად მსურველს 20 დოლარის გადარიცხვა შეუძლია.

საიტზე აღნიშნულია, რომ ამ აქციის მიზანია 100 000 აგურის გაგზავნა კონგრესში „დემოკრატების“ ლიდერებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შესაჩერებლად კედლის მშენებლობის გამო უთანხმოების შედეგად, კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რის გამოც აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო