საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ამანათები გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 2019 წლის 16 იანვარს დიდ დიღომში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად საბურთალოს რაიონის გამგეობასთან კოორდინირებით დაზარალებულ მოსახლეობას ამანათები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, ტრაგედის შემთხვევიდან რამდენიმე წუთში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოახდინა სწრაფი რეგაირება და შეიკრიბა საგანგებო შტაბი წითელი ჯვრის სათავო ოფისში. შტაბის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეფასების გუნდი გავიდა ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ჰქონდა მუდმივი კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან აგრეთვე მერიის წარმომადგენლებთან.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს